მეღვინება ჩელთი ITB Berlin- ის მონაწილეა, რომელიც მსოფლიოში ერთი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.
გამოფენა 7 დან 𝟗 მარტის ჩათვლით გაიმართება სადაც შესაძლეველი იქნება კომპანიის ღვინოების დაგემოვნება.
როგორც Business Insaider Georgia-ს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, „ჩელთი“ ფრანკფურტთან სადისტრიბუციო კომპანიას ფლობს, საიდანაც პროდუქციის მიწოდება ევროპის ბაზარზეა შესაძლებელი.
„ფრანკფურტთან, სადისტრიბუციო კომპანიის ტერიტორიაზე დასაწყობებულია გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, რომელსაც „ჩელთი“ აწარმოებს. ჩვენ შეგვიძლია ამ საწყობიდან შეკვეთის შემთხვევაში მიწოდება ნებისმიერ ქვეყანაში განვახორციელოთ“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
მისივე თქმით, „ჩელთი“ ონლაინ გაყიდვების გაზრდის მიზნით პლატფორმას განაახლებს და ახალ სტრატეგიულ ბაზრებზეც გავა.
„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.
ამასთან, ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.
„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.
შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი