პანდემიურ პერიოდთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ მეორადი საბურავების გადამამუშავებელი საწარმო TRC წარმადობას ზრდის.
კომპანია TRC-ის დამფუძნებელი გივი ბაზღაძე Business Insaider Georgia-თან ამბობს, რომ USAID -ის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ტექნიკა-დანადგარების შეძენა, რომლის საშუალებით წარმოების მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი.
უცხოური გრანტის მოცულობა 500 000 ლარს შეადგენს.
კერძოდ, ახალი დანადგარის მეშვეობით საწარმოს შეუძლია თვეში 10 ტონამდე ნარჩენი გადაამუშაოს, როცა ეს მაჩვენებელი აქამდე 2-3 ტონის ფარგლებში იყო.
„ახალი დანადგარები შემოვიტანეთ, რაც საწარმოს სრულიად ახალ სტანდარტზე გადასვლის და განვითარების საშუალებას მისცემს. უკვე გადავეწყვეთ და ახლა ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრეები დამატება გვჭირდა.
მეორად გადაყრილ საბურავებს გადავამუშავებთ და ვიღებთ რეზინის გრანულებს, ტექსტილის ბოჭკოსა და რკინის ნამცეცებს.
რეზინის გრანულებს ვიყენებთ მულტიფუნქციური მოედნებისთვის, ამით სპორტული მოედნების გახსნასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს.
ქვაფენილიან ქუჩებში, რომელიც საკმაოდ ხმაურიანია, შესაძლებელია ასეთი ტიპის ასფალტის დაგება. ჩვენ დავნერგეთ სტანდარტი, ბაზარი გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ თბილისის 10 მუნიციპალიტეტი აქამდე 3 მილიონი ლარის კაუჩუკის ფილებს მოიხმარდა. ეს პროდუქცია ძირითადად თურქეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირია.
თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებაზე გადავალთ, ჩვენი პროდუქტი იმპორტირებულზე 2-ჯერ იაფი დაჯდება. აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ქვეყანაში რეზინის ასფალტის წარმოება განვითარდეს“, - ამბობს გივი ბაზღაძე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი