ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია COSMO-ს დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ინფლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მეწარმე, ინფლაციის გავლენას COSMO-ს მაგალითზე განიხილავს და ამბობს, რომ 2022 წელს ეს მისი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.
„ნედლეულის ფასები გაოზარდა. ჩვენს პროდუქციას ვერ ვაძვირებთ, რადგან მომხმარებელს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ეს თავისთავად გამოწვევა იყო ბიზნესისთვის 2022 წელს.
ინფლაციას ჩვენს ბიზნესზე ნეგატიურად მოქმედებს. ფასები რომ იზრდება ძალიან რთულია, რადგან პროდუქციის ფასს არ ვცვლით. ინფლაციის პროპორციულად თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაც უნდა გაიზარდოს. როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქცია ორჯერ ძვირდება, ამას უნდა მიუახლოვდეს ხელფასი“, - ამბობს სოფი მუხულიშვილი.
მეწარმის თქმით, ძალიან რთულია ამ გამოწვევისთვის მოკლევადიან პერიოდში ფეხის აწყობა.
„ინფლაციას გამოწვევად ვისახავთ და ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამით გამოწვეულ პრობლემებს გადავჭრით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების განწყობა და ფინანსური კეთილდღეობა“, - ამბობს მეწარმე.
კომპანიაში 54 ადამიანი მუშაობს. „კოსმოს“ საქართველოში სულ 7 ფილიალი აქვს, მათ შორის 5 დედაქალაქში, თითო-თითო კი ბათუმსა და ქუთაისში
საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში ინფლაციამ 8,1% შეადგინა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი