კომპანია "მაგთიკომი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რასაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.
„კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას - თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს.
აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას.
რეალურად კვლევის გაცნობის შედეგად:
საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იაფია;
მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით;
მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი" - ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში;
კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ კომისია ცდილობს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაამახინჯოს რეალური შედეგები.
მაგთიკომის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას.
მაგთიკომი რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება