1-ელ აპრილს, „ბაზარი ორბელიანზე“ ბრენდი „ლუკა პოლარე“ ახალ ფილიალს ხსნის.
როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, ახალი ობიექტი თბილისის მასშტაბით „ლუკა პოლარეს" რიგით მე-16 ფილიალია.
„ვფიქრობთ, “ბაზარი ორბელიანზე” საინტერესო სივრცეა და ჩვენი ბრენდების კოლაბორაცია წარმატებული იქნება. მიმდინარე სეზონზე, ბათუმის შემდეგ, ეს უკვე ჩვენი მეორე ახალი ფილიალია და ძალიან მალე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს დავაანონსებთ“, - ამბობს ანი ციცქიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 5 , ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში 1.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი