USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუდის ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტი პრაქტიკულად ჩაანაცვლა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ლუდის ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტი პრაქტიკულად ჩაანაცვლა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

2023-03-20 22:30:01

„ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ლუდის ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტი პრაქტიკულად ჩაანაცვლა.

„საქართველოს ლუდის ბაზარი კონკურენტუნარიანია. ბაზარზე იმაზე მეტი მოთამაშეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. კონკურენცია განაპირობებს, რომ ადგილობრივი მეწარმეები, მათ შორის „ეფეს საქართველო“ ცდილობს კონკურენტული უპირატესობა ხარისხიანი პროდუქტის შექმნის ხარჯზე მოიპოვოს“,- ამბობს ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით, კონკურენციის შედეგია, რომ საქართველოში ლუდის ბაზარი ასე განვითარდა.

„ლუდი ლოკალური პროდუქტია. პრემიუმ ბრენდები საქართველოში შემოდიან, მაგრამ ეს არ არის იმდენად დიდი მოცულობა, რომ ადგილობრივ წარმომებას პრობლემა შეუქმნას. ბოლო 15 წლის განმავლობაში იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით პრაქტიკულად ჩავანაცვლეთ. ბაზარზე უცხოეთიდან იმპორტირებული ლუდის წილი დაახლოებით 10%-ია“, - ამბობს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ვითარებას, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში ლუდის იმპორტში გერმანია პირველია, ხოლო ქვეყნიდან ყველაზე მეტი ადგილობრივი ნაწარმი რუსეთის ბაზარზე გავიდა. 

ლუდის ექსპორტ-იმპორტი 2023 წლის იანვარი:

ექსპორტი: 

რუსეთი - 88.96 ათასი აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 72.93 ათასი აშშ დოლარი;

ლატვია - 67.05 ათასი აშშ დოლარი;

სომხეთი - 53.75 ათასი აშშ დოლარი;

ლიეტუვა - 6.79 ათასი აშშ დოლარი. 

ასევე საქართველოდან ლუდი მცირე რაოდენობით სინგაპურის, აზერბაიჯანის, შვედეთსა და პოლონეთში გავიდა. 

იმპორტი: 

გერმანია - 235.13 ათასი აშშ დოლარი;

ესპანეთი - 79.83 ათასი აშშ დოლარი;

მექსიკა - 61.07 ათასი აშშ დოლარი;

ირლანდია - 33.19 ათასი აშშ დოლარი;

ბელგია - 23.33 ათასი აშშ დოლარი;

ასევე საქართველოში ლუდი იანვარში ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან იმპორტირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები