რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მეოთხე წელია ოპერირებს ევროპული სტანდარტების დაცვით აღჭურვილ საწარმოს აშენებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ლორუკას“ დამფუძნებელმა მარიამ ლებანიძემ განუცხადა,
„ლორუკა“ მწვანე წარმოებაზე გადავა და პროდქუციის შესაბოლად, შეშის ნაცვლად ნახერხს გამოიყენებს.
„UNDP Georgia-ს და შვედეთის მთავრობის გრანტი მოვიპოვეთ და ამ თანხით ვიყიდით შესაბოლ აპარატს, რომელიც შეშის ნაცვლად ნახერხზე იმუშავებს. ასევე ამ დანადგარს აქვს ბოლის გაწმენდის ფუნქცია. გაწმენდილი ბოლით, რომელიც აღარ შეიცავს მავნე ნივთიერებებს დამზადდება ჩვენი პროდუქცია“, - ამბობს მეწარმე.
„ლორუკა“ პროდქუციისთვის საჭირო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. ახალი საწარმოეს გახსნის შემდეგ წარმადობა 1,5 ტონიდან 3 ტონამდე გაიზრდება.
მეწარმის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინვესტიცია 110.000 ლარს შეადგენს.
„ლორუკას“ ბრენდით ბაზაზე რაჭულ ლორი, ბეკონი, ორი სახეობის სუთი (სალა), მშრალი ლორის ჩხირები და ღორის ქონი იყიდება. ფასები, კილოგრამი ლორის შემთხვევაში მერყეობს 40-50 ლარის ფარგლებში, სუთი 25 ლარი, მშრალი ლორის ჩხირები 50 ლარი და ღორის ქონი 420 გრამიანი ქილა 7-10 ლარი ღირს.
„მზარდია მოთხოვნა, განსაკუთრებით კვების ობიექტებიდან, რათა მზა პროდუქცია მივაწოდოთ. დაინტერესება დიდია, რადგან საქართველოს ბაზარზე ლორის წარმოებაში არის რამდენიმე საწარმო, რომელიც იცავს სტანდარტს“, - ამბობს მარიამ ლებანიძე.
„ლორუკაში“ ამ დროისთვის 2 ადამიანი და სეზონურად 4 ადამიანია დასაქმებული. „როდესაც ახალ საწარმოს გავხსნით ვეცდებით წარმოება და ასორტიმენტი გავზარდოთ და კიდევ 3 ადამიანი დავასაქმოთ“, - ამბობს მეწარმე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება