USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაბორატორიის წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტების ეფექტიანი მუშაობისთვის - ნათია ცაბუტაშვილი

ლაბორატორიის წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტების ეფექტიანი მუშაობისთვის - ნათია ცაბუტაშვილი

2024-06-14 18:27:00

 

„ეს გახლავთ ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი ახალი პროექტი - საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომლის წარმატებაშიც ეჭვი არ გვეპარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტების ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის“, - ამის შესახებ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებლის განცხადებით, მათი მიზანი იყო ევროკავშირის სტანდარტის სრული შესაბამისობით დაენერგათ მაღალი ხარისხის მომსახურება აგრარული ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

„დღეისათვის ლაბორატორია აერთიანებს 500-მდე აკრედიტებულ ანალიზს, რომლის სფეროც განსაზღვრულია ერთიანი აკრედიტებული ცენტრის მიერ და აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ყველა მოთხოვნასთან. სამომავლოდ იგეგმება ჩვენი სფეროს გაფართოება. ანუ აქ იგულისხმება ანალიზების ჩამონათვალი, კვლევის მეთოდების და ახალი მიმართულებების დანერგვა. ასევე იგეგმება სასწავლო ცენტრის შექმნა სადაც ძალიან ბევრი და მაღალი რანგის პროფესიონალი გაიზრდება“, - განაცხადა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელმა ნათია ცაბუტაშვილმა.

13 ივნისს, თბილისში საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალური გახსნის ღონისძიება და პრეზენტაცია გაიმართა. ლაბორატორია ინოვაციურია თავისი მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და ანალიზებით, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით და სიზუსტით გამოირჩევა და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები