USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების რისკები იზრდება - ლევან სილაგავა

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების რისკები იზრდება - ლევან სილაგავა

2023-02-25 21:30:51

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით ვითარება ბუნდოვანია. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ საქართველოში ხორბლის შემოტანა აზრს კარგავს, რადგან ბაზარზე ფქვილმა ხორბალი თითქმის 100%-ით ჩაანაცვლა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა Business Insider Georgia- სთან ამბობს, რუსეთის მიერ საექსპორტო ბაჟის ზრდა რეალურად სექტორზე ვერ იმოქმედებს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ხორბლის იმპორტი საერთოდ განულდეს.

„საქართველოს ბაზრისთვის უაღრესად ნეგატიური ტენდენცია, როდესაც წისქვილკომბინატები ჩერდებიან და ხორბალს ფქვილის იმპორტი ანაცვლებს.

ეს პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდება. ხორბლის იმპორტის გაძვირება კი ავტომატურად გამოიწვევს ფქვილის შემოსვლას საქართველოში. ამ ეტაპზე წისქვილკომბინატების უმეტესობა გაჩერებულია. ბოლო პარტია იანვარში, (15 000 ტონა ხორბალი) შემოვიდა ინერციით და დღეს წისქვილკომბინატები არ ყიდულობენ არა მხოლოდ იმპორტულ, არამედ ქართველი ფერმერების მიერ მოწეულ ხორბალსაც.

ფერმერები მუდმივად გვიკავშირდებიან და გვთავაზობენ ხორბალს უარს ვეუბნებით. აზრი არ აქვს მის შეძენას, რაც აგრარული სექტორისთვისაც დიდ პრობლემას შექმნის. ფერმერებსაც გაუჭირდებათ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სამზადისი. საქმის კურსშია მთავრობა, გადაწყვეტის გზებზე უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენი პოზიციები და სამოქმედო პროგრამა შარშანაც შევთავაზეთ, მაგრამ მაშინ არ გაითვალისწინეს", - აცხადებს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, უნდა გამოინახოს ისეთი ოპტიმალური გზა, რომ წისქვილკომბინატებმაც იმუშაონ, სამუშაო ადგილები და სასურსათო უსაფრთხოება შექმნან, რაც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

„საკმაოდ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ერთნაირი პირობები იყოს ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებისთვის. ცხადია, ფქვილის იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ საპირწონედ სხვა ვარიანტიც უნდა იყოს შემოთავაზებული, რომ წისქვილკომბინატების მასიურად არ გაჩერდნენ. ისეთი მოცემულობაა, რომ უკვე ფასებსაც ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის გაძვირება, წესით, იმპორტს გააძვირებს, სავარაუდოდ, 330 დოლარის ფარგლებში იქნება, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ ციფრია, არ შემოვა, განულდება ხორბლის იმპორტი, ახალ პარტიებს არავინ ყიდულობს,

რა მარაგიც არის, ისიც უნდა გაყიდონ ქვეყნის გარეთ, თურქეთსა და სომხეთში. შედეგად ხორბლის მარაგი არ ექნება ქვეყანას და ეს უკვე სასურსათო უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა შეიძლება გახდეს", - ამბობს ლევან სილაგავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 2022 წლის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 95.1% იყო.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 653.5 რუბლისა, რომელიც აქტიური 15 თებერვლიდან იყო. 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.

ცნობისთვის, რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს აამოქმედა. ის ყოველკვირეულად საინდფიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები