კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ - განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
საკითხი ეხება - 2022 წლის მეოთხე კვარტალში, განხორციელებულ გაერთიანებებს, რომელიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმისწარმოება 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა 2 კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.
კონცენტრაციები განხორციელდა - აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტის და რეალიზაციის სექტორში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის სფეროში.
ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება.კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება