USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის სააგენტოსა და კომპანია „სუპერს“ შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა

კონკურენციის სააგენტოსა და კომპანია „სუპერს“ შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა

2023-02-23 12:36:32

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „სუპერთან“ პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. კერძოდ, სუპერმა აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებელი უფლებამოსილია - კანონით გათვალისწინებული ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ნივთის უპირობო დაბრუნების და კანონისმიერი გარანტიის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. შესაბამისად, შეთანხმების თანახმად, სუპერმა აიღო ვალდებულება - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მომავალში მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება წინასწარ განახორციელოს.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

ამ დროისათვის, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შემოსულია 151 განაცხადი, საქმის შესწავლა დაწყებულია 80 საკითხზე. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის, მომხმარებლის სასარგებლოდ, 19 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ონლაინ ვაჭრობის სექტორში 5 დარღვევის ფაქტი დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები