USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

2023-04-06 10:59:02

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ელ.ბილეთების" საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.

 

მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელური გარიგებებს ("კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლი)  გულისხმობს.

 

დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფატზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.

 

ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს - საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები