დედაქალაქის მერის თქმით, კადრების დეფიციტია სამშენებლო სექტორშიც, რისი ერთ-ერთი მიზეზი მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით, ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებაა.
„ყოველდღიური შეხება მაქვს სამშენებლო სექტორთან და ვიცი, რომ სერიოზული პრობლემაა კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან დიდია ქვეყნიდან მათი გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ წავიდნენ ევროპაში და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ნახონ თავიანთ სფეროში. ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რომ წავიდნენ და განვითარდნენ. ჩვენ იმიტომ მივისწრაფვით ვიზალიბერალიზაციისკენ, იმიტომ არის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ანგარიში წარუდგინა და პროგრამაში რეგისტრაციის ვადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70%-ია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი