USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კახეთში, მიმდინარე წელს, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

კახეთში, მიმდინარე წელს, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

2023-03-12 13:25:40

მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული   პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე.

თენგიზ ნასარიძემ  ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს   დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია   ჩაუტარდება სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხების წყალგამანაწილებლებს და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. სამუშაოები იგეგმება ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მელიორაციამ, 2012 წლიდან დღემდე, კახეთის რეგიონში,  59,9 მლნ ლარის ღირებულების 96 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. შედეგად, რეგულარულად, 18 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება, ხოლო  წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზეა გაუმჯობესებული.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები