თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7108-მდე გაიზარდა, იტყობინება სააგენტო Anadolu.
საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის სამსახურის (AFAD) მონაცემებით, დაზარალდა 40 ათასზე მეტი ადამიანი.
მანამდე 6234 დაღუპულისა და 37 ათასი დაშავებულის მონაცემები იყო.
სამაშველო სამუშაოების კოორდინაციის მიზნით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაემგზავრა.
დღეისათვის სტიქიის ზონაში დახმარების გაწევისა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოებში მონაწილეობს საგანგებო სამსახურების 96,6 ათასზე მეტი თანამშრომელია, გაშლილია დაახლოებით 50,8 ათასი კარავი.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს დილით თურქეთში 7,7 მაგნიტუდის სიძლავრის მიწისძვრა მოხდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება