2024 წლის მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებულ ინდურ ბრენდად Tata Group-ი დასახელდა. მისი ღირებულება 28,6 მლრდ დოლარია. აღსანიშნავია, რომ Tata Group-ი ოპერირებს საქართველოშიც.
TATA Group წარმოადგენს ინდოეთის უმხსვილეს მულტინაციონალურ მრავაპროფილურ კომპანიას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია მუმბაიში, ინდოეთი. ჯგუფი დაფუძნდა 1868 წელს და დღეს 100-მდე კომპანიას აერთიანებს, რომლებიც საქმიანობას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ეწევიან. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სხადასხვა ბიზნეს სექტორს: მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია, კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სასტუმროების ბიზნესი, სასმელების წარმოება, ვაჭრობა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვა.
World Index-ის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ინდური ბრენდების რეიტნგი ასე გამოიყურება:
1 - Tata Group: $28,6 მლრდ
2 - Infosys: $14,2 მლრდ
3 - HDFC: $10,4 მლრდ
4 - LIC Group: $10,1 მლრდ
5 - Reliance Group: $8,4მლრდ
6 - SBI Group: $8,2 მლრდ
7 - Airtel: $7,7 მლრდ
8 - HCLTech: $7,6 მლრდ
9 - Larsen & Toubro: $7,2 მლრდ
10 - Mahindra Group: $6,6 მლრდ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა