USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბერძნეთის კუნძულებს ტურისტული სეზონის პიკში წყლის კრიზისი ემუქრებათ

საბერძნეთის კუნძულებს ტურისტული სეზონის პიკში წყლის კრიზისი ემუქრებათ

2024-07-13 16:10:00

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე მდებარე ყველაზე დიდი წყალსაცავი ამოშრა, ხოლო ზღვის წყალი ამომშრალ საირიგაციო ჭებში ხვდება, რის გამოც კუნძულზე კარტოფილის მოსავალს საფრთხე ემუქრება.

მეორე კუნძულ კარპატოსზე კი, ხელისუფლებამ საცურაო აუზების წყლით გავსებაზე შეზღუდვა დააწესა, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ თასოსზე წყლის გაფილტვრისთვის საჭირო დანადგარს ეძებენ, რათა ზღვის წყალი დასალევად ვარგისიანი გახადონ.

საბერძნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე რამდენიმე თვეა წვიმა საერთოდ არ მოსულა. ახლა, როდესაც ქვეყნის კუნძულები ტურისტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადებიან, წყლით მომარაგებაზე დატვირთვა ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი.

„მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში ნალექის მწვავე დეფიციტია, განსაკუთრებით კუნძულ ნაქსოსზე, სადაც ჩვენი წყალსაცავები დაცარიელებულია“, - განაცხადა კუნძულის მერმა დიმიტრის ლიანოსმა.

საბერძნეთს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა მისი უძველესი ღირშესანიშნაობებით, ხელუხლებელი პლაჟებითა და ფირუზისფერი კამკამა წყლით დატკბეს.

თუმცა კლიმატის ცვლილებამ, მათ შორის ტემპერატურის მატებამ, არარეგულარულმა ნალექმა და ტყის ხანძრებმა, ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილეს მამოძრავებელ ძალას საფრთხეს შეუქმნა.

ეს წელი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. ისტორიაში ყველაზე თბილი ზამთრის შემდეგ ტყის ხანძრები უჩვეულოდ ადრე დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც, როგორც წესი, თოვს. ტყის ხანძრებს სულ მცირე ექვსი ტურისტი ემსხვერპლა, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები