უნიკალური შესაძლებლობა the 2024 INCLUSION Conference on the Bund-ისა და #AlibabaGroup-ის შვილობილ #AntGroup-ისგან, რომელთანაც საქართველოს ეროვნული ბანკი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს.
ხელოვნური ინტელექტით (AI) დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ The Global Multimedia Deepfake Detection Challenge 2024-ს და შექმნან ისეთი AI მოდელები, რომლებიც გაყალბების გამოვლენას შეუწყობს ხელს.
„თუ მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის და გჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მომავლის განუყოფელი ნაწილია, მაშინ ეს შენი შანსია!
ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ Ant Digital Technologies-ის მიერ ორგანიზებულ The Global Multimedia Deepfake Detection Challenge 2024-ს. ამ გამოწვევის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი AI მოდელები უნდა შექმნან, რომლებიც გაყალბების გამოვლენას შეუწყობს ხელს.
TOP 20 მოდელი გადავა შემდეგ ტურში, სადაც ექსპერტები გუნდებს ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ, როგორიცაა - არსებული გადაწყვეტების სიზუსტე, ინოვაციურობა, პრაქტიკული გამოყენებადობა და სხვა.
TOP 3 გუნდი თითოეული მიმართულებიდან გაემგზავრება შანხაიში - the 2024 INCLUSION Conference on the Bund-ზე, სადაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საპრიზო ფონდი კი საკმაოდ სოლიდურია“, აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 31 ივლისის ჩათვლით | www.kaggle.com/organizations/i
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა