USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ზომამ 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ზომამ 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2024-07-05 19:00:00

ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური ინდუსტრიის საერთო ზომა 500 მილიარდ იუანს (დაახლოებით 70,4 მილიარდი დოლარი) აჭარბებს.

აღნიშნულის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის (WAIC) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„ამჟამად, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბები 500 მილიარდ იუანს აჭარბებს. ქვეყანა დიდი მოდელების რაოდენობით - მეორე ადგილი მსოფლიოში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება წარმოებაში, ტრანსპორტში, განათლებაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში მუდმივად ფართოვდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროში უწყვეტი განვითარება, ახალი ბიზნეს ფორმატების მუდმივი გაჩენა და ახალი აპლიკაციების დაჩქარებული გავრცელება გახდა მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციისა და  ინდუსტრიაში ცვლილებების.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები