USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში რძის წარმოება იზრდება

საქართველოში რძის წარმოება იზრდება

2023-08-16 14:00:48

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 პროცენტით ნაკლებია.

თუ ამ მონაცემებს საქსტატის მიერ პირველი კვარტლის შედეგებს შევადარებთ, აღმოჩნდება რომ წლის დასაწყისში რძის წარმოებას კლების ტენდენცია ჰქონდა. 

საქსტატის სოფლის მეურნეობის I კვარტლის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი – გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. 

რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8%-ით ნაკლებია.

ამ პერიოდში 18.1 ათასი ტონა ხორცის იწარმოა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.4%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები