USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა  - გიორგი ცუცქირიძე

საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა - გიორგი ცუცქირიძე

2024-12-04 16:37:00

საჭიროების შემთხვევაში ბანკებს ისედაც აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზები და შესაძლებლობა მოიზიდონ თანხები უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან - გიორგი ცუცქირიძე

ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი არის მდგრადი -  გიორგი ცუცქირიძე

საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა   - გიორგი ცუცქირიძე

ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და ატარებს არა ფუნდამენტური მაკროფაქტორების ზეგავლენას - გიორგი ცუცქირიძე

დეზინფორმაციები ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელისაგან პირდაპირ ზემოქმედებს ნეგატიური მოლოდინების ფორმირებაზე - გიორგი ცუცქირიძე

დღეს როდესაც არჩევნების გაყალბების ოპოვერსია მთლიანად ჩავარდა, განსაკუთრებით ეუთოს წერილის გამოქვეყნების შემდეგ, პროტესტის გაჭიანურების მიზანი არის რამდენიმე, და პირველ რიგში კიდევ უფრო დიდი მუხტის ასაწევად საფინანსო სისტემის ჩამოშლა, ლარის კურსის გაუფასურებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

მისი თქმით, ლარისადმი ნდობის დაკარგვით დაიწყება დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში მასიური კონვერტაციის შეუქცევადი პროცესი.

„ბუნებრივია, თუ ლარი დაკარგავს ნდობას დაიწყება სალარე დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში მასიური კონვერტაციის შეუქცევადი პროცესი, რაც არის ეგზისტენციური რისკი, რადგან ატარებს დომინოს ეფექტს მაღალი ინფლაციით, გაზრდილი ფასებით და ბიზნესისათვის სერიოზული პრობლემების შექმნით.

მსურს დავკონკრეტდე, რომ აქ საუბარი არის არა ზოგადად პროტესტის წინააღმდეგ, როგორც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებისა, არამედ ამ პროტესტს ამოფარებულ ექსტრემისტულ და რევანშისტულ ძალებზე, დღევანდელი ოპოზიციის დიდი ნაწილის შემადგენლობით, პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების სახით.

შემთხვევითი არ არის, რომ დაიწყო ღია სპეკულაციები, თან მეტი დამაჯერებლობისათვის სებ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების კომენტარებით, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. კერძოდ, ბატონი გიორგი ქადაგიძე, რომელიც ფაქტობრივად ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს ავრცელებს ინფორმაციას, პარლამენტის დარგობლივი ეკონომიკური კომიტეტის წევრზე დაყრდნობით, თითქოსდა ეროვნული ბანკი აპირებდეს სავალუტო შეზღუდვების შემოღებას კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე. თითქოსდა არ იცოდეს, რომ სებ-ი კონსტიტუციით არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ამ ინფორმაციის ტირაჟირება, რომ არის „დიიფ ფეიკი“ ანუ მამალი ტყუილი სებ-ის განცხადებიდანაც ჩანს, სადაც ეროვნული ბანკი კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას“,- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ  დეზინფორმაციები რომელიც ვრცელდება ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელისაგან პირდაპირ ზემოქმედებს ნეგატიური მოლოდინების ფორმირებაზე.

„მთავარი ამ ყველაფერში სხვა რამეა. ამ ტიპის დეზინფორმაციები, თან არა ჩვეულებრივი ექსპერტის, არამედ ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელისაგან პირდაპირ ზემოქმედებს ნეგატიური მოლოდინების ფორმირებაზე, უფრო მეტიც მიუღებელი და ყოვლად წარმოუდგენელია რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბანკებს მოუწოდებდეს ერთდღიანი გაფიცვისაკენ, თითქოსდა არ ესმოდეს ამ ტიპის გადაწყვეტილების ნეგატიური ზეგავლენა საბანკო სექტორზე, რომელიც არის ყველაზე მგრძნობიარე ფინანსური სექტორი.

ლარის კურსის წინა რყევების დროსაც აღმინიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და ატარებს არა ფუნდამენტური მაკროფაქტორების ზეგავლენას, არამედ წმინდა აჟიოტაჟური ხასიათისაა. როდესაც სავალუტო შემოდინებები მდგრადია, აქ ვგულისხმობ ექსპორტ-იმპორტის სალდოსაც, როდესაც მარტო ოქტომბერში ექსპორტი სექტემბერთან შედარებით მთელი 38 %-ით არის გაზრდილი, ხოლო ეკონომიკური ზრდა 11 %-ს შეადგენს, მთლიანი წლის დასაწყისიდან 10 %-ს, და სწორედ ფუნდამენტური ფაქტორები დაბალი ინფლაციის პირობებში, უზრუნველყოფს, სავალუტო ბაზრის სტაბილურობასაც;

აქედან გამომდინარე, საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა. შესაბამისად, მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ განკარგონ მათი ანაბრები, აწარმოონ კონვერტაციის თუ გადარიცხვის ოპერაციები.

ამასთან, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი არის მდგრადი. ბანკებს აქვთ საკმარისი ბუფერები გაუმკლავდნენ ყველაზე მძიმე შოკსაც კი. ლიკვიდური აქტივების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ₾18 მილიარდი ლარის ეკვივალენტს აჭარბებს, რაც უმეტესად უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული, ამიტომ რაიმე საფრთხე დეპოზიტების მომსახურების ბუნებრივია არ დგას.

მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და საკრედიტო რეიტინგებისას, საჭიროების შემთხვევაში ბანკებს ისედაც აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზები და შესაძლებლობა მოიზიდონ თანხები უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან, სებ-ს აქვს არაერთი ინსტრუმენტი დაეხმაროს სექტორს თუ ამის აუცილებლობა იქნება;

ერთადერთი საფრთხე და რისკი, არამც შეიძლება საბანკო-საფინანსო სექტორს პრობლემები შეუქმნას არის პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რაც ამ პოსტის დასაწყისში აღვნიშნე და რასაც ოპოზიცია ცდილობს ლარის ნდობის დაკარგვის მიზნით“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები