გერმანიის ავტონაწილების მწარმოებელმა Schaeffler Group-მა რუსეთში ბიზნესიის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კომპანიის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, „შეფლერის “ ბიზნესს რუსეთში 10 მილიონ ევროდ (10,6 მილიონი აშშ დოლარი) PromAvtoConsult-ი შეიძენს, რომელსაც კომპანიის „სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი“ აკონტროლებს..
შეფლერმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ ეს ავსტრიელი ბიზნესმენი ზიგფრიდ ვოლფია.
კომპანიის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასთან კონტრაქტი 2022 წლის 29 დეკემბერს დაიდო, მაგრამ გარიგება რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უცხოური კომპანიები ამ ბაზარს ტოვებენ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა