დაბალი მოსავლიანობის გამო ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს შეამცირებს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიდარბეკ საფაროვმა განაცხადა.
„საექსპორტო პოტენციალი, რა თქმა უნდა, შემცირდება მოსავლიანობის შემცირების გამო“, - განაცხადა საპაროვმა მედიასტან შეხვედრაზე
„თუმცა, მარცვლეულის მოცულობა, რომლის ექსპორტსაც ვგეგმავთ, ასევე საკმარისი იქნება ჩვენი პოზიციის შესანარჩუნებლად ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე“, - აღნიშნა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მოგვიანებით საფაროვმა განმარტა, რომ 2023/2024 მარკეტინგული წლის ექსპორტის პროგნოზი 6 მილიონი ტონაა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან გასული წლის მოსავლიდან დაახლოებით 7 მილიონი ტონა მარცვლეული გავიდა.
მანამდე ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022/2023 მარკეტინგულ წელს 9-9,5 მილიონი ტონა მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტის შესახებ განაცხადა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება