მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
გავრილიცამ შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.
მოლდოვის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად გადადგა.
ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, - განაცხადა გავრილიცამ.
„წელიწადნახევრის შემდეგ დროა გამოვაცხადო ჩემი გადადგომა. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და განვახორციელეთ ანტიკორუფციული და ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკა", - თქვა ნატალია გავრილიცამ.
მისივე თქმით, ხელისუფლება თავისი მუშაობის დროს „ენერგეტიკული შანტაჟის წინაშე აღმოჩნდა“.
„მათ ეგონათ, რომ დავნებდებოდით და ისე მოვიქცეოდით, როგორც წინა მთავრობები, რომლებმაც უღალატეს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ ვიმუშავეთ უწყვეტ კრიზისულ რეჟიმში", - აღნიშნა გავრილიცამ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება