საერთაშორისო კომპანია "მეამა" ევროპაში გაფართოებას აგრძელებს. გერმანიასა და ავსტრიაში მაღაზიების გახსნის შემდეგ, კომპანიამ ახალი საწარმო უკვე ლუქსემბურგში გახსნა. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, „მეამა“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელადაც ემზადება.
„ჩვენ ვართ ქართველი და გერმანელი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდა, ამბიციური ხალხის მიერ. ჩვენი დევიზია, რომ მომავლის თაობა ვქმნით მომავლის პროდუქტს. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ სულ რაღაც 4 წელია რაც ჩვენი ქარხანა გავხსენით და ევროპის გარშემო უკვე 27 ქვეყანაში ვართ გაშლილი.
ჩვენი მაღაზია გაიხსნა ახლახან გერმანიაში ქალაქ კიოლნში და ასევე ჩვენი ფრანჩაიზით მაღაზიაა გახსნილი ავსტრიაშიც. ძალიან დიდი ზრდა განვიცადეთ ამ პერიოდში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ლუქსემბურგში გაგვეხსნა ახალი ქარხანა, სადაც უკვე იწარმოება ჩვენი კაფსულები. სწორედ პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე გაიხსნა ეს საწარმო. ლოგისტიკურადაც კარგი ადგილია. მოლოდინი გაქვს, რომ შევალთ ამერიკის ბაზარზეც. და ერთ-ერთი მიზეზიც ლუქსემბურგში ქარხნის გახსნისა ესეც იყო“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება