ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2023 წელს დაახლოებით 5,2 პროცენტი იყო, რამაც გადააჭარბა მთავრობის მიზნებს.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ჩინეთის მშპ 2022 წელს იყო დაახლოებით 17,01 ტრილიონი დოლარი, 2023 წელს მიაღწია დაახლოებით 17,71 ტრილიონ დოლარს.
ზრდის ტემპმა გადააჭარბა ჩინეთის მთავრობის 2023 წლისთვის „დაახლოებით 5 პროცენტის“ ზრდის მიზანს.
ჩინეთის ეკონომიკა 2022 წელს 3 პროცენტით გაიზარდა, რაც 1976 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდის მაჩვენებელია.
ჩინეთის ქალაქებში უმუშევრობის საშუალო დონე 2023 წელს 5,2 პროცენტამდე დაეცა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება