ყაზახეთი განიხილავს აზერბაიჯანისთვის სუფთა ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობას. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანისთვის სუფთა ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა განიხილება კასპიის ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის კაბელის გაყვანის გზით.
წინასწარი დისკუსიები უკვე დაწყებულია აზერბაიჯანელ კოლეგებთან, რაც ასევე იძლევა კავკასიის სახელმწიფოების ენერგოსისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა, პიკის პერიოდში, ყაზახეთი ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან ყიდულობს.
„გარდა ამისა, ეროვნულ ენერგოსისტემაში შემუშავებული არქიტექტურიდან გამომდინარე, ენერგეტიკის სამინისტრო ასევე მუშაობს ცენტრალური აზიის ენერგოსისტემებთან და ეს, თავის მხრივ, საკმაოდ დიდ უპირატესობებს იძლევა ურთიერთდაჯავშნის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მინისტრმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება