100-ზე მეტმა მსოფლიოში ცნობილმა სპორტსმენმა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს Coca-Cola-სა და Pepsi-ს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენება და ხელი შეუწყოს მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვებით პროდუქციის წარმოებას.
აღნიშნული მოწოდება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების წინ გაჟღერდა, რომელიც 26 ივლისს დაიწყება და დაფინანსებულია Coca-Cola-ს მიერ.
ირკვევა, რომ 102 მოქმედმა და ყოფილმა სპორტსმენმა, რომელთაგან 22 პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს, 10 ივლისს წერილი გაუგზავნა Coca-Cola Company-ს, მის ევროპულ შვილობილი კომპანია Coca-Cola Europacific Partners-ს და ამერიკელ კონკურენტს PepsiCo-ს. აღნიშნულ წერილში ისინი კომპანიებს სთხოვენ გარემოს პლასტმასით დაბინძურების ხელშეწყობა „ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის სულისკვეთებით“ დაასრულონ.
აღნიშნული წერილს ხელმომწერები არიან ფრანგი ვინდსერფინგი შარლინ პიკონი, ირლანდიელი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი სარა ენისი, ამერიკელი მოცურავე და ორგზის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ზაკ ეპლი, ასევე სპორტსმენები გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ნიგერიიდან და მექსიკიდან. წერილს ასევე ხელს აწერს ცხრა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Break Free From Plastic-ის (BFFP) გლობალური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, Coca-Cola, PepsiCo და Nestle ლიდერები არიან პლასტიკური დაბინძურების მხრივ. BFFP-ის კვლევამ აჩვენა, რომ Coca-Cola გარემოს უფრო მეტად აბინძურებს უფრო, ვიდრე Pepsi და Nestle ერთად აღებული.
2023 წელს პარიზის მერმა ანა იდალგომ ოლიმპიადაზე ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვის შესახებ განაცხადა. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ფრანგული მედია იტყობინება, რომ ოლიმპიადაზე სასმელების დაახლოებით 40 პროცენტი პლასტმასის ბოთლებში იქნება მიწოდებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება