Business Insider Georgia-სთან „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულის სეზონზე „სქილვილში“ IT მიმართულებაზე მოთხოვნა ორჯერაა გაზრდილი.
„თუ შევადარებთ წინა თვეებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელს აპრილში, „სქილვილში“ სწავლების მსურველი სამჯერ მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ონლაინ ნეო უნივერსიტეტში მიღება ზაფხულის სეზონზეც კი დავამატეთ. აპრილში IT მიმართულებაზე 680 ადამიანი მივიღეთ. ტექნოლოგიების სექტორში დასაქმების მაჩვენებელი მაღალია.
მოთხოვნადია დიგიტალ მარკეტინგი, სოციალური ქსელის მართვა, პროგრამირება, ვებდეველოპმენტი, რომელიც უფრო სიღრმისეული IT პროფესიებია. ეს არის მომავლის პროფესიები და ყველა ორგანიზაციისთვის ამ მიმართულებით კადრების მოზიდვა პრიორიტეტია“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი.
„სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ ნეო უნივერსიტეტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები კვლევებზეა დაფუძნებული, რადგან სტატისტიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„2020-2024 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები Forbes მიხედვით, არის ხელოვნური ინტელექტი, ვებ დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ციფრული მარკეტინგი და IT პროექტების მენეჯმენტი. ეს არის TOP პროფესიების ჩამონათვალი, რომელზეც გლობალურად არის მოთხოვნა“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი. „სქილვილ
საქართველოს“ დირექტორი Business Insider Geopgia-სთან IT სფეროს Galt & Taggart-ის კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც 2020-2023 წლების მონაცემებით, ამ დარგის შემოსავლები 2 მილიარდ ლარზე ავიდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, IT სერვისების ექსპორტიც გაიზარდა. ამას გავლენა აქვს იმ ძალიან ბევრ ადამიანზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შემოვიდნენ საქართველოში და ხდება IT სერვისების ექსპორტი საქართველოდან. 1,77 მილიარდი ლარის გენერირება ხდება აქედან, რომელშიც თავისი წავლილი აქვს ქართულ IT კომპანიებს. წილობრვად რომ ავიღოთ, 2019 წელს ბაზარზე უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების წილი 18% იყო, 2023 წელს 60%-ია IT სფეროში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა“, - ამბობს „სქილვილის წარმომადგენელი.
ლანა ჩხარტიშვილის შეფასებით, 2022-2023 წლების სტატისტიკით IT სფეროში ხელფასები გაზრდილია. მაგალითად, საშუალო ხელფასი საქართველოში საქსტატის მონაცემებით თუ სხვა სექტორებში $685-ია, IT სფეროში $1700 -მდე მერყეობს. რაც აჩვენებს, რომ ამ სფეროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი სამჯერ მეტია.
„საქართველოში IT პროფესიებზე მოთხოვნა მაღალია და ყოველწლიურად ზრდა 34%-ია“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი. .
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება