IPTV-ის აბონენტების 54.2%-ი მაგთიკომზე, ხოლო 37,8%-ი სილქნეტზე მოდის. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 646 ათას აბონენტს შეადგინა, გასული წლის მაისში კი 614 ათასს, ზრდა 5,2%-ია.
რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლებს აქ 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2024 წლის მაისის მდგომარეობით შემოსავლები 11 მლნ ლარის დონეზეა.
დღეისათვის IPTV-ის ბაზარზე აბონენტების უდიდეს წილს მაგთიკომი ფლობს - 54.2%.
2024 წლის მაისის მდგომარეობით IPTV-ის აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
მაგთიკომი - 54.2%
სილქნეტი - 37,8%
სხვა - 8%,.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზრდილია სხვა მცირე ოპერატორების აბონენტების რაოდენობა, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა ოდნავ შემცირდა.
IPTV-იდან მიღებული შემოსავლების 54,3% მაგთიზე მოდის.
IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:
მაგთიკომი - 54.3%
სილქნეტი - 38,9%
სხვა - 6.8%.
2024 წლის მაისში მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები. (პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).
2024 წლის მაისში IPTV-ის აბონენტების წილი 87%-ია, წინა წლის ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.
შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით, IPTV-ის წილი 93%-ია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდისთვის 90.8%-ს წარმოადგენდა
IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით;
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება