USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ დატვირთულია, ინვესტიციამ გაამართლა - გიორგი ჯახუტაშვილი

„ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ დატვირთულია, ინვესტიციამ გაამართლა - გიორგი ჯახუტაშვილი

2023-03-19 12:16:41

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ექსპრესიის“ დატვირთვა თანდათან იზრდება. $12,5 მილიონის მოცულობის ყაზახური ინვესტიციით შექმნილი პროექტი წარმატებულია, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს „კაპიტოლ მენეჯმენტის“ დირექტორმა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა.

„სასტუმრომ ოპერირება 2022 წლის 14 დეკემბერს დაიწყო. 3 თვეა გასული და იმ პერიოდში, როდესაც თბილისში ტურისტული სეზონის აქტივობა დაბალია, თვის საშუალო დატვირთვა 22-25%-ს შეადგენს. $12,5 მილიონიანი ყაზახური ინვესტიცია, შეიძლება ითქვას რომ წარმატებულია. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ველოდებით კერძო ინვესტიციების გააქტიურებას“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

„ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და როგორც  „კაპიტოლ მენეჯმენტის“ დირექტორი ამბობს, ბრენდის ყველა სტანდარტი დაცულია.

„ჰოლიდეი ინნ ექსპრესში“  3-4  ვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისი სტანდარტები დაცულია.  კერძოდ, არის შესაბამისი სტანდარტის ბალიში, მატრასი, აბაზანა. მაგალითად, ისეთი ელემენტარული სტანდარტები - ხმის იზოლაცია, მზისგან დამცავი სპეციალური ფარდები, ასევე ის, რომ  აბაზანაში შემრევის გახსნიდან 5-7 წამში ცხელი წყალი უნდა წამოვიდეს, ზედმიწევნითაა დაცული“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

სასტუმროს ნომრის ღირებულება ობიექტის დატვირთვის მიხედვით 180-დან 240 ლარამდეა. სასტუმროში 50 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები