USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მწვანე პროექტი დაიწყო - რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი

ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ მწვანე პროექტი დაიწყო - რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი

2023-05-12 00:54:52

ელემენტების მწვანე პროექტი ახლახან ჩავუშვით და, ბოლო მონაცემებით, უკვე შეგროვებულია 1000-მდე ელემენტი, - აცხადებს ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგიას“ ხელმძღვანელი თორნიკე გურული.

როგორც გურული ამბობს, „გორგიაში“, როგორც მწვანე კომპანიაში, გარემოსა და ეკოლოგიაზე მუდმივად ზრუნავენ.

„ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც სრულიად ამოიღო ტყვიის შემცველი საღებავები და მომხმარებლებს ეკო-მეგობრული პროდუქცია შესთავაზა.

ელემენტების მწვანე პროექტი ახლახან ჩავუშვით და, ბოლო მონაცემებით, უკვე შეგროვებულია 1000-მდე ელემენტი.

ცნობისთვის, ერთი ელემენტის ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში დაახლოებით 20 კვ.მ ნიადაგი გამოუსადეგარი ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. ასევე, გრუნტის წყლებით შესაძლოა, ის ჩვენს სასმელ წყალში მოხვდეს და ფატალური შედეგებიც კი გამოიწვიოს. 

„გორგიაში“  მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მოიტანონ ელემენტები და მიიღონ 40%-იანი ფასდაკლება ნიადაგზე, ელემენტების უტილიზაციას კი ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ამ ტიპის აქციის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, მეორე მხრივ კი -  წახალისებას, რაც ფასდაკლებას გულისხმობს. 

გარემოს სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით სწორედ ისეთი ქმედითი ნაბიჯების გატარებაა საჭირო, როგორიც არის ელემენტების მწვანე პროექტი, ეს მიმართულება კი ნამდვილად ხდება მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი“, - ამბობს თორნიკე გურული. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „გორგიამ“ ახალი აქცია დაიწყო, რომლის მიხედვითაც ნარჩენებს, კერძოდ კი ელემენტებს იბარებს და სანაცვლოდ კონკრეტულ პირს, ნიადაგზე 40%-იან ფასდაკლების აქციას სთავაზობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები