USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა - არჩილ გაჩეჩილაძე

გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა - არჩილ გაჩეჩილაძე

2023-10-27 14:06:49

გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ინფლაციური წნეხი მოხსნილია.

„თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მთავარი კითხვა ეს არის. ვინაიდან დღეისთვის საქართველოში ინფლაციური წნეხი არის მოხსნილი, გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირების კუთხით წავა, რაც კარგი იქნება ქართველი მომხმარებლებისთვისა და ბიზნესმენებისთვის, რომელთაც ლარში აქვთ დაფინანსება“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები