ვეგანური ტყავის წარმოება ინოვაციური პროექტია, რომელიც მწვანე ეკონომიკის მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა პროექტის განხორციელება დიდი ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რის შესაძლებლობაც ბიზნესს ჯერჯერობით არ აქვს.
ვეგანური ტყავის წარმოებით საქართველოში დაინტერესებულია კომპანია ,,გრანელი ჯგუფი“, რომელიც ფლობს ღვინის ქარხანას კახეთის რეგიონში.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნუგზარ საჯაია ამბობს, ყურძნის გადამუშავების შემდეგ ნარჩენი შეიძლება ხელახლა გადამუშავდეს და მიღებულ იქნას საბოლოო პროდუქტი - ძვირადღირებული ტყავი.
„ტექნოლოგიები ძვირია და მაგ ფასს ჯერჯერობით ვერ ვწვდებით საკუთარი ძალებით. პოტენციურ ინვესტორებთან ზედაპირული მოლაპარაკებები არის, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მისულა. დანადგარებიც პრობლემაა, ჯერჯერობით ადაპტირებული ტექნოლოგია არ არის, თუმცა სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაირკვევა და გვეცოდინება, რომელი კომპანიები დაამზადებენ დანადგარებს. ასეთი წარმოების დანადგარები რეალურად დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს“, - ამბობს საჯაია Busness Insider Georgia-თან.
ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მლნ დოლარს შეადგენს. 100%-ით უნარჩენო ორგანული ნარჩენების გამოყენების ამ უახლესი მეთოდით იქმნება სრულად ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, რომლის ანალოგი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არის.
პროექტის მთავარი მიზანი ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების ხარისხს.
საბოლოო პროდუქტი - ვეგანური ტყავი მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ამ კატეგორიის პროდუქტს იყენებენ Tesla, BMW, Porsche, Mercedes-Benz, Lexus, Ferrari, Bentley; Hermes, Gucci, Balenciaga, Chanel და Hugo Boss.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი