USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გორგია“ პოლონური ბრენდის - Cellfast ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა

„გორგია“ პოლონური ბრენდის - Cellfast ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა

2024-01-24 17:00:00

ბაღის მოვლაზე ზრუნვას თუ ახლა იწყებთ და ხარისხიან  ხელსაწყოებს ეძებთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან ჩვენ მოგიყვებით ბრენდზე, რომელიც პოლონური ბაზრის უპირობო ლიდერი და ევროპის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ამ ბრენდის შეძენა უკვე საქართველოში, კერძოდ კი „გორგიაში“ არის შესაძლებელი.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები - ეს  Cellfast-ია სელფასტ ჯგუფი წამყვანი პოლონური ბრენდია, რომელიც აწარმოებს ბაღის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს. კომპანია თანამედროვე მიდგომებითა და ტექნოლოგიებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში, მან მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები ჩადო როგორც ახალ მექანიზმებში, ასევე ადამიანურ კაპიტალში. სწორედ მსგავსი აქტივობებით მოახერხა Cellfast-მა, რომ შეექმნა ფინანსური უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მაღალ ხარისხთან ერთად კონკურენტული ფასები შეეთავაზებინა.

ისტორია:

კომპანიის ისტორია 1990 წელს კროსნოში იწყება. ოჯახური ბიზნესი დღესაც ამ ხაზს ინარჩუნებს.  Cellfast-მა თავდაპირველად პატარა ქარხანა შექმნა, სადაც აწარმოებდნენ ბაღისთვის საჭირო შლანგებს. მუდმივი მუშაობისა და სიმტკიცის საშუალებით კომპანია მალევე გახდა ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო. შეიძლება ითქვას, რომ 2001 წელი იყო გარდამტეხი, როდესაც Cellfast -ს საშუალება მიეცა გაეფართოვებინა პროდუქციის დიაპაზონი. 2003 წელს კი მათ ახალი ფილიალის გახსნაც მოახერხეს.

პროდუქცია:

CELLFAST აერთიანებს ბაღის ინსტრუმენტებს, სალაშქრო აქსესუარებსა და მილების ფართო ასორტიმენტს. ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს, რაც ბაღის მოვლისთვის არის საჭირო. პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ხაზის ქვეშ, მაგალითად BASIC, IDEL PRO და სხვ. ისინი ერთმანეთისგან ვიზუალითა და ხარისხობრივი კომპონენტით განსხვავდება, თუმცა ყველაზე ბიუჯეტური ხაზიც უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული პროდუქტისგან არის დამზადებული.


სელფასტი პროდუქციით ამარაგებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი და მათ რიცხვს ახლა უკვე საქართველოც შეემეტა.

დიზაინი
პროდუქციის დიზაინი გამორჩეულია. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მის დახვეწასა და განვითარებაზე. ამან განაპირობა ის, რომ 2015 წელს  მიიღო ერთ- ერთი პრესტიჟული ჯილდო სამრეწველო დიზაინის ფარგლებში- “RED DOT AWARD”, 2017 წელს კი iF Design Award- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო დიზაინის მიმართულებით მსოფლიოში.



 

Cellfast  ხარისხის სადარაჯოზე

ნედლეული, რომლისგანაც მზადდება CELLFAST-ის პროდუქცია სრულად სერტიფიცირებულია და გადის ტესტირების ვრცელ პროცესს გამოყენებამდე.

Cellfast იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია. შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ჩვენთან მოსვლამდე უამრავ შემოწმებას გადის. პროდუქციის შექმნის ეტაპი კვლევით ჯგუფებში იწყება, სადაც მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებები დგინდება.შემდეგ იქმნება პროდუქტის დიზაინი, ბოლო ეტაპი კი არის ტესტირება. თითოეული დამზადებული ერთეული იტესტება ინდივიდუალურად. ყველა წუნდებული პროდუქტი ამოღებულია გაყიდვიდან, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და სანდოობას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები