USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინო და კოსმეტიკა - ბრენდი „ზარბაზანი“ აზიის ბაზარზე გავიდა

ღვინო და კოსმეტიკა - ბრენდი „ზარბაზანი“ აზიის ბაზარზე გავიდა

2023-02-18 22:00:17

ქართული ღვინის კოსმეტიკური ბრენდი ,,ზარბაზანი" ტაშკენტში კოსმეტიკის გლობალურ გამოფენაში მონაწილეობს.

თუკი აქამდე ქართული ღვინო ალკოჰოლთან ასოცირდებოდა, კომპანიამ შექმნა ინოვაციური წარმოება კოსმეტიკის ხაზით და ექსპორტზეც მოსინჯა ძალები.

უზბეკეთის შემდეგ ტაჯიკეთი მეორე ქვეყანაა, სადაც ,,ზარბაზანის" კოსმეტიკა გაიყიდება.

Businee Insider Georgia -სთან ,,ზარბაზანის" კომერციულ პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე მიმდინარე გლობალურ გამოფენასა და წარმოებაზე საუბრობს.

დავითაძის შეფასებით, ღვინისგან დამზადებული კოსმეტიკა სულ უფრო მეტად იპყრობს როგორც ქართველი მომხმარებლის ყურადღებას, ასევე მიმზიდველია უცხოელი პარტნიორებისთვის, ვისაც ქართული ღვინო მოსწონს და უყვარს.

„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კოსმეტიკური ბრენდი, რომელმაც ქართული ღვინის წარმოების ახალი შესაძლებლობა და პოტენციალი დაგვანახა.ჩვენი პროდუქცია უნიკალურია იმით, რომ ინოვაციურია, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს არის 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ტაშკენტში, სადაც იმართება კოსმეტიკური საშუალებების საერთაშორისო გამოფენა. ძალიან ლამაზი წარმომადგენლობითი სტენდი გვაქვს. სტუმრად გვყავდა საქართველოს საელჩო უზბეკეთში, მთელი წარმომადგენლობა გვესტუმრა, მოგვიტანეს დროშები, ყურადღება გამოიჩინეს, მხარში დაგვიდგნენ, რაც დიდი სტიმული მოგვცა. საქართველოს სახელით გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევას შესანიშნავად გავართვით თავი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამხელა გამოფენაზე ყველაზე მიმზიდველად გამოიყურებით, შევიძინეთ პარტნიორები, რისთვისაც ვართ აქ ჩამოსული. უკვე მიღწეულია შეთანხმება და ჩვენი პროდუქცია ამიერიდან ექსპორტზე გავა უზბეკეთში", - ამბობს ნანა დავითაძე.

„ზარბაზანი" ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც ამ ტიპის კოსმეტიკას აწარმოებს და საზღვარგარეთ გააქვს.

4 დასახელების ღვინისგან - ხვანჭკარა, რქაწითელი, საფერავი და ოჯალეში, „,ზარბაზანი" 25 სახის პროდუქტს ქმნის. მათ შორისაა  შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.

ნანა დავითაძის თქმით, კოსმეტიკის ორგანული ბაზა ინგლისიდან ჩამოაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის კოსმეტიკის ხაზი ქართული ბაზრისთვის ჯერჯერობით სიახლეა, ტურისტების მხრიდან ინტერესი მაღალია.

„ვამაყობთ, რომ საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სპა ცენტრები პროცედურებში ჩვენს პროდუქციას აქტიურად იყენებენ. წარმოდგენილი ვართ მაღალი დონის სასტუმროებში, სტენდების სახით. ჩვენი პროდუქცია შეაქვთ სასტუმროს ნომრებში. გვიცნობენ როგორც ქართველი მომხმარებლები უფრო და უფრო პოპულარული ვხდებით ტურისტებშიც.

ბრენდული მაღაზია მდებარეობს ტურისტულ ადგილას, ათონელის ქუჩაზე, რაც დიდ მოწონებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქართულ ღვინოს იცნობენ და უყვართ. გარდა ხარისხისა, ყურადღებას ვიქცევთ გამოშვებული პროდუქციის არაჩვეულებრივი ვიზუალით და სურნელით, რაც „ზარბაზანის" პროდუქციას გამოარჩევს", - ამბობს ნანა დავითაძე Businee Insider Geoergia -სთან.

ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში  ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული.საწყისი ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები