ღვინის მწარმოებლებისა და მოყვარულთათვის საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცე Wine Exchange/ღვინის ბირჟა სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.
პროექტის ავტორების იდეაა, ღვინის კულტის შემდეგ ქვეყანაში განსაკუთრებული აქვენტი ღვინის სმის კულტურაზე გაკეთდეს.
როგორც ,,ღვინის ბირჟის" დირექტორი ლიზა გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ „ღვინის ბირჟამ“ პარალელურად საქმიანობა გარეუბნებშიც გააგრძელოს, სადაც ხალხი მივა და ღვინოს არა მხოლოდ დააგემოვნებს, ბევრ სიახლეს ეზიარება.
მათ შორის როგორ უნდა შეირჩეს ღვინო, ასევე სმის უნარ-ჩვევებსა და ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხს მომხმარებელი გამოცდილი სომალიესგან მიიღებს.
„ბირჟის კონცეფციაა, ამ კონკრეტული ადგილიდან რაც შეიძლება, ბევრი ღვინო შესთავაზონ მომხმარებლებსა და ბაზრის მოთამაშეებს. „ბირჟაზე“ წარმოდგენილია მხოლოდ ხარისხიანი ღვინო როგორც ქართული, ასევე უცხოური. ადგილობრივი პროდუქტის შემთხვევაში, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ ყველა ჯიშის და წარმოშობის ღვინო, რომელსაც მცირე მარნები თუ მსხვილი კომპანიები აწარმოებენ.
მათ შორის უცხოური ჯიშების ღვინოები, რომლებიც საქართველოში იწარმოება. ბირჟის პრინციპით ყალიბდება ფასიც. ხოლო ღვინოსთან ერთად ვთავაზობთ გამორჩეულ მენიუს, რომელიც შეეხამება კონკრეტულ ღვინოს და ამ კულტურის ნაწილია. იდეა იყო ჰაბის ჩამოყალიბება ამ სეგმენტში და ვფიქრობთ, მიდგომამ გაამართლა", - ამბობს ლიზა გრიგალაშვილი.
„ღვინის ბირჟაზე" აქტიურად იმართება დეგუსტაცია-სემინარები, სადაც პროფესიონალები და მოყვარულები ღვინოს ერთად აგემოვნებენ, სინჯავენ, აფასებენ, სწავლობენ და გვიზიარებენ.
„ღვინის სმა, როგორც კულტურა, ახლა შემოდის და მკვიდრდება საქართველოში. ჩვენ ეს მთელ რიტუალად ვაქციეთ, როგორიცაა, ბოთლში ღვინის ჩასხმა, წრუპვა, დაგემოვნება. ბევრი ისეთი ადამიანი მოვიზიდეთ, ვისაც ამ კულტურაში მონაწილეობის მიღება სურს. დღეს იგი ღვინის მოყვარულთა სასურველი ადგილია და მოთხოვნაც მატულობს, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ გავფართოვდეთ. გვინდა, მეტ ადამაინს გავაცნოთ ,,ღვინის ბირჟა", ღვინის კულტურის განვითარებაში ჩავრთოთ და ამისთვის თბილისის ბევრ უბანში შვქმნათ სივრცე, სადაც ჩვენი მოქალაქეები მივლენ და ღვინის სმის კულტურას ეზიარებიან", - ამბობს ლიზი გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან.
ყურადღებას იქცევს ,,ღვინის ბირჟის" ტალღისებური ლოგო, როგორც ფასის ცვლილების სიმბოლო, რაც ბრენდის სახელწოდების ნაწილთან - ბირჟასთან ასოცირდება.
„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს. დასაქმებულია 12 ადამიანი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება