საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EUROWINGS-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში ავიაკომპანიის ოპერირების დეტალები და შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით, 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. შედეგად, ავიაკომპანია 2021 წელს საქართველოს ავიაბაზარზე თბილისის აეროპორტში შემოვიდა და დიუსელდორფის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორჯერ ფრენები. 2022 წლის ზაფხულში კი კიდევ ერთი ახალი მიმართულება - შტუტგარტი დაამატა.
გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოხარულები ვიქნებით, თუ უახლოეს მომავალში Eurowings ფრენების არეალს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყებს, რაზეც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - ’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძე.
Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება