USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფუსფუსი“ -  საკონდიტრო ბიზნესის გზა  სახლიდან  კომპანიამდე

„ფუსფუსი“ - საკონდიტრო ბიზნესის გზა სახლიდან კომპანიამდე

2023-05-01 18:46:36

 

„ფუსფუსი" ახალგაზრდა კონდიტერის ნათია ყურბუშაძის სახლიდან დაწყებული ბიზნესია, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

როგორც თავად ამბობს, კულინარიით ყოველთვის იყო გატაცებული, თუმცა პანდემიის პერიოდში მიდგომა შეცვალა და გადაწყვიტა ჰობის ბიზნესად ქცევა, რამაც 100%-ით გაამართლა.

ნათია ყურბუშაძე უკვე მზადაა საკონდიტროს გახსნისთვის, რისთვისაც განაცხადი ,,აწარმოე საქართველოში" შეიტანა.

„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რაც ახალგაზრდა მეწარმეს განვითარებასა და საკუთარი ნიშის სწორად შერჩევაში დაეხმარა.

„ორი წელია, რაც შემოვედი საკონდიტრო ბაზარზე პირდაპირ სახლიდან და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიმიღო. „ფუსფუსის“ პოპულარობაში ძალიან დამეხმარა სოციალურ ქსელში კულინარიის მიმართულებით აქტიურობა. ჩემს რეცეპტებს ხშირად იყენებდნენ, თანდათან იზრდებოდა სანდოობა და მომხმარებლების წრეც გაფართოვდა.

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის განვითარებაში, ინფორმაციის მიღებაში ბიზნესის კუთხით, უფრო თავდაჯერებული გამხადა, რამაც მეტი მოტივაცია და სტიმული მომცა", - ამბობს ნათია ყურბუშაძე Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება საკონდიტრო ბიზნესის გამოწვევას, მეწარმისთვის ნედლეულის ფასს და იჯარის მაღალ გადასახადს უკავშირდება. „სირთულეს ქმნის ფასის არასტაბილურობა, რაც ამ ტიპის საქმიანობაში გარკვეული დაბრკოლებაა. ფაქტობრივად ყოველ თვეს იცვლება ნედლეულის ფასი და გვიწევს პროდუქციაზე ასახვა, რაც მომხმარებლებთან უხერხულობას ქმნის.

ამასთან, რეალტორებს კომერციულ ფართებზე აქვთ მაღალი გადასახადები, რაც მცირე მეწარმეებისთვის დიდი პრობლემაა. მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის ეს ფაქტორიც ხელისშემშლელია", - აღნიშნავს ნათია ყურბუშაძე.

ახალგაზრდა კონდიტერის თქმით, ამ ეტაპზე 15-დე სახეობის პროდუქციას ამზადებს. დაფინანსების მიღებას ივლისში ვარაუდობს, რაც საკონდიტროს გახსნასა და წარმოების გაფართოებაში დაეხმარება.

კონკრეტულად, თუ რა შესაძლებლობას მისცემს საწარმოს გახსნა, Business Insider Georgia- ს კონდიტერი პასუხობს, რომ წარმოებას, მინიმუმ, 300 %-მდე გაზრდის, თუკი სპეციალურ დანადგარები ექნება.

ამბობს იმასაც, რომ საკონდიტრო არ იქნება ადგილი, სადაც მხოლოდ მენიუზე იმუშავებენ, არამედ სივრცე - ერთი თბილი კერა ქალთა შეკრებების, აზრთა გაზიარებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები