USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქართული დროშის ქვეშ მცურავი ბორანი ,,აია“ მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქართული დროშის ქვეშ მცურავი ბორანი ,,აია“ მიიღო

2024-05-30 14:50:00

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქართული დროშის ქვეშ მცურავი ბორანი ,,აია“ მიიღო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, ბორნის ეკიპაჟი სრულად დაკომპლექტებულია ქართველი მეზღვაურებით და რეგულარულ რეისებს ასრულებს ფოთისა და კონსტანცას პორტებს შორის.

„გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ პირველ ბორანს ფოთში. ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლების ძალისხმევას, გააძლიერონ სავაჭრო კავშირები ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან ფოთის გავლით. გვჯერა, რომ ამ ახალ საბორნე სერვისს აქვს დიდი პოტენციალი შექმნას ახალი შესაძლებლობები ქართული ლოგისტიკისა და საზღვაო ინდუსტრიისთვის“, - მიმართა ეკიპაჟს ეიპიემ ტერმინალს ფოთის კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

ბორანი,,აია“ შექმნილია სარკინიგზო ვაგონებისა და სატვირთო მანქანების გადასაზიდად და შეუძლია 60-მდე დიდი სატვირთო მანქანის გადაყვანა. ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line-მა აღნიშნული ბორანი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები