USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდს  ახალი წევრი სტივენ ლაცი შეუერთდა

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდს ახალი წევრი სტივენ ლაცი შეუერთდა

2023-03-07 15:15:08

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდს  ახალი წევრი - ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი სტივენ ლაცი შეუერთდა.

ამერიკელი ექსპერტი, აქტივების მმართველ კომპანიაში,  განვითარების საბჭოს უხელმძღვანელებს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდის ახალ  წევრს  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოში წამყვან ფინანსურ და  ტექნოლოგიურ სექტორებში, აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და ასევე, გლობალური მნიშვნელობის ინდუსტრიულ კომპანიებში.

იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ფინანსური სექტორის ისეთ კომპანიებთან და ბანკებთან, როგორიცაა American Express, Morgan Stanley, Chase Manhattan Bank, Bank One,  Union Bank of Switzerland.

სტივენ ლაცს განხორციელებული აქვს ასევე პროექტები Saudi Aramco-სთან, Ernst & Young-თან, Yahoo-სთან და  HBO-სთან.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“  კი ის კომპანიაა, რომელიც მოქნილი  ფინანსური პროდუქტების შექმნით ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე საინვესტიციო კულტურის დანერგვას.

საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში ჩართვა,  „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“  პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობა  ქვეყნის  საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე.  საქართველო  ძალიან საინტერესო ქვეყანაა როგორც საინვესტიციო თვალსაზრისით, ისე ასეტ მენეჯმენტის მიმართულებით. მიმაჩნია, რომ საქართველოში საინვესტიციო ფონდების  ფუნქციონირებას დიდი პერსპექტივა აქვს“,- აცხადებს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი  სტივენ ლაცი.

 

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბაკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს თავაზობს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“  აქვს კანონით მინიჭებული უფლება დააფუძნოს და მართოს საინვესტიციო ფონდები, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი,  განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები