წლევანდელ სეზონზე ,,თოლია“ თბილისსა და ქუთაისში ახალ სანაყინეებს გახსნის. გარდა ახალი ობიექტისა, კომპანიამ გაყიდვებში რამდენიმე ახალი გემოს ნაყინი ჩაუშვა.
როგორც ,,თოლიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ლომთაძე ამბობს, ნაყინის ასორტიმენტთან ერთად გაყიდვაში იქნება სხვადასხვა პროდუქტი: ცივი და ცხელი ყავა, მაფინები და რამდენიმე დასახელების ნამცხვარი, რომელთა შეძენა მომხმარებელს ნებისმიერ სანაყინეში შეეძლება.
„ჩვენი კომპანია მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა ინდუსტრიული ნაყინი და „თოლიას“ სანაყინეების ქსელი. ამ ორივე მიმართულებაში გვაქვს სიახლეები. პირველ რიგში, ,,თოლიას" ახალი სანაყინეების გახსნა იგეგმება თბილისსა დაც ქუთაისში. ცვლილებაა ასორტიმენტის მხრივაც, ინდუსტრიული ნაყინის მიმართულებით დამატებულია პრემიუმ კლასის ნაყინის ,,ინდიგოს“ ორი ახალი გემო — ნუშისა და თხილის ნაყინები. ნაყინთან ერთად მომხმარებელს შეუძლია ყავა და ტკბილეულის დაგემოვნება. წლევანდელი წელი გამორჩეულია იმითაც, რომ ფასები ყველა დასახელების პროდუქტზე შევინარჩუნეთ, არაფერი არ გაგვიძვირებია, რის საშუალებასაც ლარის კურსი და ზოგადად გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენცია გვაძლევს", - ამბობს სანდრო ლომთაძე.
შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით ,,თოლიას" 28 სანაყინეა.
თბილისის გარდა, ,,თოლიას“ სანაყინეები მუშაობენ რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანიაში 230-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი