საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, დიდი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ფასებს მკვეთრად გააძვირებს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia- თან ამბობს, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების ფასები დაახლოებით 30-40%-ით მოიმატებს. რაც შეეხება რეალიზაციას, სამომავლოდ მოსალოდნელია დიდი ჩავარდნა, რადგან მოქალაქეების უმეტესობას ხელმისაწვდომობა შეეზღუდება. „ფასი მკვეთრად გაიზრდება დაახლოებით 30%-მდე,
ცხადია, ეს შეეხება იმ ავტომობილების კატეგორიას, რომლის იმპორტსაც ვერ მოახდენენ. ეს არის ბაზარზე უკვე არსებული მანქანები და ასევე ის ნაწილი, რომელიც 2024 წლამდე შემოვა. პირობითად, თუკი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი ვთქვათ, TOYOTA PRIUS-ი, HONDA FIT-ი, NISSAN TIIDA და სხვა, მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომია, 2024 წლიდან წვდომა შეეზღუდებათ.
დღესდღეობით ამ ავტომობილების ფასი საშუალო 5 000 დოლარის ფარგლებშია, რეგულაციის დაწესების შემდეგ დაახლოებით 7 000-7 500 დოლარამდე გაძვირდება. ძალიან ცუდი ტენდენციაა, ვფიქრობ, რომ არ ვართ მზად ასეთი სიახლისთვის ხალხის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები მანქანებს ვერ იყიდიან, მეორადი ავტონაწილები და მასთან დაკავშირებული სერვისების ფასები გაიზრდება, რაც საბოლოოდ ყველას დააზარალებს", - ამბობს ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2024 წლიდან „ევრო 5“-ის სტანდარტზე დაბალი ავტომობილების იმპორტს აკრძალავს. ეს საკითხი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმპორტის შეზღუდვა 2013 წლამდე წარმოებულ მანქანებს შეეხება.
მთლიანობაში, საქართველოში რეგისტრირებულია 59,4 ათასი ავტომობილი, რომელიც 10 წელზე ნაკლები ასაკისაა, რაც ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების 9,2%-ია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი