ესპანური Barcelo Hotel Group-ი უკვე საქართველოს ბაზარზეა. საქართველოში Barcelo Hotel Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ გახდა.
პროექტის დეტალებზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძემ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ „ელთ ბილდინგს“ საერთაშორისო ბრენდებთან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანამშრომლობა დავიწყეთ ისეთ დიდი საერთაშორისო ბრენდთან, როგორიც არის Barcelo Hotel Group-ი. მანამდე რამდენიმე წლის წინ ჩვენ პირველი გამოცდილება მივიღეთ ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმრო ჯგუფთან, ეს არის Wyndham-ი. გეტყვით, რომ რამდენიმე თვეში ბათუმში გაიხსნება 100 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც წარმოდგენილია თავისი მმართველი კომპანიით, რივერ როკით და ასე შემდგომ. რაც შეეხება კონკრეტულად Barcelo Hotel Group-ს 2 წლის უკან დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და გვინდოდა შემოგვეყვანა ახალი ბრენდი, რომელიც არ იყოს წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში, რითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საინვესტიციო შესაძლებლობებს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესო წამოვიდა მათგან.
Barcelo Hotel Group-თან კოლაბორაციით წარმოდგენილია სამი პროდუქტი. ერთი პროდუქტი ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი და იქნება აპარტამენტები, რომელთაც ექნებათ სრული წვდომა სასტუმროს სერვისებზე. ერთ-ერთ ბლოკში კი განთავსებული იქნება სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სასტუმროს, ის წარმოდგენილი იქნება 150 ნომრით. მოდელი, რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებ და რა მოდელიც ჩვენ შევქმენით - ვყიდით სასტუმროს ნომრებსაც კი. ანუ თითოეულ სასტუმრო ნომერს ეყოლება ინდივიდუალური მესაკუთრე, ან მესაკუთრეთა ჯგუფი. მათი ძირითადი ინტერესი არის ინვესტიცია. რომ წარმოვიდგინოთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გაქვს ჩვენი პატარა წილი, სასტუმროს მყუდრო ნომერი, რომელიც სამომავლოდ საკმაოდ მომგებიანი ინვესტიცია იქნება და მოგვიტანს შემოსავალს. შემოსავალს მივიღებთ არამხოლოდ ამ სასტუმრო ნომრის იჯარიდან, მოხდება გაზიარება საერთო სასტუმრო ინფრასტრუქტურიდან მიღებული შემოსავლების. იქ იქნება სპა, საუნა, სპორტული დარბაზი, რესტორანი და ასე შემდეგ. ანუ ყველა მიღებული შემოსავალი აისახება სასტუმრო ნომრის მფლობელის შემოსავალზეც. ხაზს გავუსამდი, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი და ასეთი ტიპის პროდუქტი საქართველოში“, - აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ.
ქართული და ესპანური კომპანიების კოლაბორაციის შედეგად თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურა შეემატება. „ესპანური კვარტალი“ განსხვავებული შინაარსის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს გააერთიანებს, რომელიც ქალაქის შუაგულში აშენდება და იქ მცხოვრებთ მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამული ხედებით ტკბობის შესაძლებლობას მისცემს.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ „ელთ ბილდინგმა“ სამშენებლო დეველოპმენტში საქმიანობა დაახლოებით 7-8 წლის წინ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში მარტივი არ ყოფილა.
„სანამ ბაზარზე შევიდოთ ვფიქრობდით, რომელ სეგმენტში ვყოფილიყავით. საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა სამშენებლო დეველოპმენტზე. მართალი, რომ გითხრათ ეს გზა მარტივი არ ყოფილა, ისევე როგორც სხვა კომპანიებისათვის. საკმაოდ დიდი დრო და შრომა დაიხარჯა. რაც შეეხება თბილისში შემოსვლას, მას შემდეგ რაც ბათუმში განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, როდესაც ჩვენი საკონსულოსა და საელჩოს დახმარებით Barcelo Hotel Group-ის ინტერესი წამოვიდა გაფართოების შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, მათ სწორედ არჩევანი გააკეთეს საქართველოზე და საქართველოს შემდგომ აპირებენ, ჩვენი კომპანიის გავლით, რეგიონში გაფართოებას აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში და ასე შემდეგ. თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გვქონდა მათგან და ამ შრომის შედეგია ის რაც დადგა. როდესაც რეგიონში არ ხარ წარმოდგენილი, ასეთ დროს კვლევები და ბაზრის შესწავლა მარტივი არ არის“, - აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ.
ირკვევა, რომ მაისის შუა რიცხვებში „ელთ ბილდინგი“ და პირადად ელგუჯა თურმანიძე სპარსეთის ქვეყნებში გამართავს შეხვედრებს, საიდანაც კომპანიის მენეჯმენტი დიდი პროექტებით დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც თურმანიძის თქმით, ამ ვიზიტის შემდეგ „მალე, გაცნობებთ უფრო მასშტაბური და დიდი ინვესტიციის შემოდინების შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ ესპანური კომპანიის წარმომადგენლები თბილისს რამდენიმე კვირის უკან სტუმრობდნენ და ქართველ პარტნიორებთან ერთად პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა კი 150 მლნ ლარს აჭარბებს.
Barcelo Hotel Group-ი ესპანეთის ნომერ მე-2 სასტუმროების ქსელია, ხოლო თავისი მასშტაბით მსოფლიოს ტოპ ოცეულშია. ამჟამად Barcelo Hotel Group-ი 250-ზე მეტ 4 და 5 ვარსკვლავიანს სასტუმროს და 55 000-ზე მეტ სასტუმრო ნომერს აერთიანებს, რომლებიც 4 სხვადასხვა ბრენდის ქვეშ 22 ქვეყანაშია განლაგებული.
"ელთ კვარტალი" კომპანიის პირველი და გრანდიოზული პროექტია ბათუმში, რომელიც მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში და მოიცავს 7 ჰექტარ ფართობს, ახალი ბულვარის გასწვრივ, ცხრა კომპლექსისაგან შემდგარი კვარტალში, ერთმანეთს იდეალურად ერწყმის კომფორტული გარემო, დასვენებისა და საინვესტიციო პოტენციალი. კომპლექსი დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერების მიერ "Wyndham Hotels & Resorts"-თან პარტნიორობით.
2024 წლის დასაწყისში კი, უკვე დედაქალაქში, კომპანია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებს წარუდგენს ინოვაციურ "ესპანურ კვარტალს", ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექს ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამულ ხედებით, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის მანძილზე. ესპანური კვარტალი, რომელიც 9,000 კვ. მ-ზე იქნება წარმოდგენილი, გამორჩეული არქიტექტურის მქონე 2 კომპლექსს, განსხვავებული ფართობისა და დიზაინის აპარტამენტებსა და ულამაზეს ტერასებს აერთიანებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება