USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულმა ბანკმა ს.ს. „კრედო ბანკი“  30 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ს.ს. „კრედო ბანკი“ 30 000 ლარით დააჯარიმა

2023-04-14 11:26:26

განხორციელდა კომერციული ბანკი ს.ს. „კრედო ბანკი“-ს (ს/კ 205232238) დაჯარიმება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

 

1. 2 (ორ) პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; დამატებით, მათ შორის 1 (ერთ) პირთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრების მიმართ, ამავე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. ხოლო მეორე პირის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის №82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც პოლიტიკურად აქტიურ პირს მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიანიჭოს რისკის მაღალი დონე.

 

2. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები