„შავ პარასკევთან" დაკავშირებით 24-26 ნოემბერს ,,დომინო" თავის მომხმარებელს ყველა სექციაში 50%-მდე საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს.
ფასდაკლება იქნება ,,დომინოს" როგორც დიღმის, ასევე ,,ისთ ფოინთის" ფილიალებში. როგორც კომპანიიდან ,,Business Insider Georgia- ს აცნობეს, ფასდაკლებით პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ონლაინაც შეეძლება.
,,დომინო მომხმარებელს სთავაზობს საჭირო ფასდაკლებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მაღაზიაში წარმოდგენილი ფასდაკლებული პროდუქცია მნიშვნელოვანი დანაზოგია რემონტის პროცესში მყოფი ადამიანისთვის.
შესაძლოა, 30-40% შავი პარასკევისთვის არცთუ ხმამაღალია, თუმცა სამშენებლო მასალებზე, ავეჯზე, წამყვანი ბრენდების ინსტრუმენტებზე ამ ტიპის ფასდაკლება მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა და დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს მომხმარებელს.
გარდა ფილიალებისა, ფასდაკლებული პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეეძლება ონლაინ, დომინოს ვებგვერდზე: https://www.domino.com.ge/ სადაც შესაძლებელია მიწოდების სერვისით სარგებლობა ან მომხმარებელს შეუძლია, თავად გაიტანოს პროდუქცია. თბილისის მასშტაბით 100₾-ზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას მიწოდება უფასოა", - აცხადებენ კომპანიაში.
ფასდაკლება ვრცელდება პროდუქციის შემდეგ კატეგორიებზე:
ცნობისთვის, სამშენებლო ჰიპერმარკეტი დომინო, 2015 წლიდან გთავაზობთ 60 000-მდე დასახლების პროდუქციას საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვისა და მებაღეობისთვის.
გარდა ამისა, ,,დომინოს"' დიღმის ფილიალში 400-მდე საპარკინგე ადგილია, რაც მთლიანად ხსნის მათთვის პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემას.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება