USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა „მაგთიკომი“ „მაგთი კინოს“ ეთერში პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

ComCom-მა „მაგთიკომი“ „მაგთი კინოს“ ეთერში პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

2023-08-18 09:51:27

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი" ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა.

2023 წლის ივნისში, კომისიაში მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება, რომელიც „მაგთიკომის" კუთვნილი ავტორიზებული მაუწყებლის, „მაგთი კინოს" ეთერში 21:00 საათზე გასულ სექსუალური სცენის შემცველ ფილმს ეხებოდა. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ComCom-მა „მაგთი კინოს" ეთერში განთავსებული პროგრამის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის" და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევები.

კერძოდ, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვნები საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან, სწორედ ამიტომ, ეკრძალება 6 საათიდან 24 საათამდე დროის მონაკვეთში ისეთი პროგრამების განთავსება, რომლებიც შეიცავენ სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის გრაფიკულ გამოსახულებებს, ვინაიდან, აღნიშნულმა პროგრამებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენონ მოზარდის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის" მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ComCom-მა კომპანია წერილობით გააფრთხილა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები