USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ი: „სილქნეტი" მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა

ComCom-ი: „სილქნეტი" მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა

2024-05-02 18:50:00

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი" აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ, 2024 წლის მარტში, ComCom-ში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც, კომისიამ აბონენტთან 24 საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა. ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის" მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

 

კერძოდ, საჩივრის დაფიქსირების შემდეგ ComCom-ის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <50 მილიწამს. ასევე, დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 2969 მილიწამს, ეს მაჩვენებელი კი ხელშეკრულების პირობებით <400 უნდა იყოს. გარდა ამისა, ტესტით დადგინდა ისიც, რომ დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი 9.48%-ს შეადგენდა, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

გამომდინარე იქედან, რომ „სილქნეტის" მხრიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კომუნიკაციების კომისიამ ოპერატორი წერილობით გააფრთხილა და აბონენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა.

 

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ, რადგან  მომხმარებლის უფლებების დაცვა ComCom-ის მთავარი პრიორიტეტია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები