USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩირიფრუტი“ სასტუმროების სეგმენტშიც გამოჩნდება

„ჩირიფრუტი“ სასტუმროების სეგმენტშიც გამოჩნდება

2023-03-06 17:09:43

ტყლაპისა და ჩირის ქართული ბრენდი ,,ჩირიფრუტი“ სასტუმროების სეგმენტში აპირებს შესვლას.

„ასევე ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ვგეგმავთ პროდუქციის ექსპორტზე გატანას, სადაც ჩირისა და ტკბილეულზე მოთხოვნა დიდია“, - ამბობს წარმოების ერთ-ერთი მფლობელი სოფიო ჯიქია Business Insider Georgia- თან.

„ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ, რომ ,,ჩირიფრუტი“ პირველია, მერე ბევრმა  მოგვბაძა, კონკურენტების რაოდენობაც გაიზარდა, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, უბრალოდ გვაძლევს მოტივაციას, უფრო წინ ვიაროთ და გავძლიერდეთ. ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა ქსელსა და სავაჭრო ცენტრში, მათ შორისაა გალერეა თბილისი, სითი მოლი, ,,დუტი ფრიშში“  ჩვენი პროდუქცია წარმატებით იყიდება  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე გაყიდვაშია ,,აგროჰაბსა“ და ,,ალკორიუმში“.  ვგეგმავთ სიახლეს და ამ ჩამონათვალს სასტუმროების მიმართულებაც დაემატება“, - სოფო ჯიქია.

„ჩირიფრუტი“ - ტყლაპისა და ჩირის ოჯახური ბიზნესი ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა.  მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური საქმიანობით დღესდღეობით ბევრი მეწარმეა დაკავებული,

სოფიო ჯიქია თვლის, რომ  ნებისმიერი კონკურენტის გამოჩენა აძლიერებთ და წინ მიიწევენ.

„როცა მე და ჩემი დები ბიზნესს ვიწყებდით, 200-200 ლარს ვდებდით ხელფასებიდან. ვთვლი, რომ ჩვენი კომპანიის ისტორია, სამოტივაციოდ მნიშვნელოვანია უამრავი ქალისთვის  საქართველოში, რომ არ დანებდნენ და თუკი აქვთ იდეა, არ მოდუნდნენ, იბრძოლონ მისი განხორციელებისთვის. ეს არის ჩვენი „ქეისი“,  ქალბატონებისთვის, რომლებიც საქმეს ახლა იწყებენ ან ცვლილებები სურთ“, - ამბობს სოფიო ჯიქია  

Business Insider Georgia- თან. ,,ჩირიფრუტი“  წარმოებული პროდუქციის ფასი 40 ლარიდან იწყება და 140 ლარამდეა. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა. დასაქმებულია 30 ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები