USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ჩიკორი" სექტემბრიდან ასორტიმენტის ზრდას და ახალი სახეობის ჩირეულის დამატებას გეგმავს

,,ჩიკორი" სექტემბრიდან ასორტიმენტის ზრდას და ახალი სახეობის ჩირეულის დამატებას გეგმავს

2023-08-23 17:00:29

ჩირის მწარმოებელი ქართული ბრენდი ,,ჩიკორი" 15-მდე სახეობის ჩირეულს და ხემს აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე პოპულარული ქლიავის ჩირია. აქტიურად იწარმოება ასევე საზამთროსა და ნესვის ჩირი.

როგორც კომპანიაში Business Insider Georgia - თან აცხადებენ, სექტემბრიდან ასორტიმენტის ზრდა და ახალი სახეობის ჩირეულის დამატება იგეგმება.

„მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ პროდუქციის განვითარებასა და წარმოებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, სწორედ ამიტომ ,,ჩიკორის" გამორჩეული ნიშა ბაზარზე ჩვენი ხარისხია. ბიზნესი წარმატებული მაშინ არის, როდესაც მომხმარებელი კმაყოფილია, ჩვენ კი ჩვენი მხრივ ამ კმაყოფილებას ვზრდით ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებით.

დღესდღეობით კომპანია აწარმოებს 15-მდე სახეობის ჩირეულს და ხემს, მათგან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქლიავის ჩირი როგორც კურკიანი ასევე უკურკოც, განსაკუთრებით გამოვყოფდი საზამთროსა და ნესვის ჩირს, რომლის წარმოებაც ძალიან გვეამაყება, რადგან პირველად საქართველოში ჩვენმა კომპანიამ შეძლო დაენერგა შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ამ ორ უგემრიელეს ხილს კიდევ უფრო არომატულ და სასურველ ნუგბარად აქცევდა. ასევე ვაწარმოებთ ხურმისა და ვაშლის ჩიფსს, ატმის ჩირს, ვაშლის ჩირს გვაქვს შოკოლადში ამოვლებული ჩირეული და თხილეულის მიქსები, ასორტიმენტი საკმაოდ დიდია და სექტემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ვამატებთ ახალი სახეობის ჩირეულს და დარწმუნებულები ვართ, ახალი პროდუქციაც საკმაოდ პოპულარული და უცხო იქნება ქართულ ბაზარზე", - აცხადებენ კომპანიაში.

„ჩიკორის“ პროდუქცია 2017 წლიდან გადის ექსპორტზე, რომლის არეალი ფართოვდება. ,,ჩვენი ბრენდი დღემდე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე როგორც წონის ჩირეულის სახით, ასევე ბრენდირებული შეფუთვებითაც.

„ამჟამად ექსპორტს ვახორციელებთ შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, გერმანია და კანადა. ასევე ვგეგმავთ საექსპორტო მიმართულებით გაზრდას და აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. რაც შეეხება ფასს, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს იყოს ლოიალური და პროდუქციის ფასებიც შესაბამისად იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, სწორედ ამიტომ სხვადასხვა არხებით, მომხმარებლებს მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციებს, ასევე ყოველკვირეულად გვაქვს აქციებთან დაკავშირებული აქტივობები სხვადასხვა პროდუქციაზე. თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ხარისხი ნამდვილად არის ფასზე მაღალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართულ ბაზარზე ყველაზე ლოიალური ფასებით ვოპერირებთ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან.

კონკურენციასთან დაკავშირებით ,,ჩიკორში" აცხადებენ, რომ ჩირის მიმართულება საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება და ბაზარზე გაცილებით ჯანსაღი კონკურენციაა, რაც საბოლოოდ წარმოებული პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ჩირეულის მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თუმცა ჩვენს გუნდს ეს ნამდვილად არ აშინებს, პირიქით სწორედ რომ ჯანსაღი კონკურენციით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ასევე ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, როგორც ფიზიკურად, ასევე ღირებულებითაც, სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სტანდარტულზე დაბალ ფასად შეიძინონ წონის ჩირეული, რაც სამაღაზიო შეფუთვებში არსებული პროდუქციის იდენტურია. გვაქვს წონის პროდუქციის მიწოდების სერვისიც, რომელიც უმოკლეს ვადებში ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამაღაზიო შეფუთვებს რაც შეეხება, მათი შეძენა ყველა ქსელურ მაღაზიაში და ასევე ზოგიერთ მინი სუპერმარკეტშიც არის შესაძლებელი", - აღნიშნავს კომპანიის თანამშრომელი.

.„ჩიკორის" საწარმო მდებარეობს ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისში სადაც 50 მდე თანამშრომელია დასაქმებული, მათი უმრავლესობა ქალები არიან.

„ჩიკორის" ოფისი ასევე გახსნილია თბილისში, სადაც ბორდის ძირითადი ნაწილია განთავსებული. წლიურ წარმოებას რაც შეეხება 1200 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება ხდება. მომდევნო წლისთვის წარმოების მასშტაბებიც კიდევ გაიზრდება.

კომპანია 2015 წელს „შპს ქარელის ხილის“ სახელწოდებით დაარსდა. 2017 წლის დასაწყისში კი „ჩიკორი“-ს ბრენდის ქვეშ, კომპანიამ დაიწყო ადგილობრივი ხილისგან ჩირეულის წამოება და იმავე წელს დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი, როგორც, ადგილობრივ ასევე საზღვარგარეთის ბაზარზეც.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები